სასწავლო პროექტი

ალკოჰოლის მავნე როლი ადამიანის ცხოვრებაში.

პროექტის  მთავარი იდეა: დღევანდელ ცხოვრებაში ალკოჰოლისადმი მოთხოვნა   და მიდრეკილება საგრძნობლად გაიზარდა, რამაც გამოიწვია პათოლოგიური დაავადებები, სხვა დ სხვა     ორგანოთა ფუნქციების მოშლა და სიკვდილიანობა                  


პროექტის აქტუალობა:  ადამიანი უხსოვარი დროიდან აწარმოებდა და იყენებდა სხვადასხვანაირ სასმელს. კერძოდ საქართველოში ამის დასტურია არქეოლოგიური
გათხრების შედეგად  აღმოჩენილი  უამრავი  ზომისა და ფორმის ჭურჭელი. მსოფლიო ბაზარზე  დღესდღეობით  ალკოჰოლს  იარაღისა და ნარკოტიკის შემდეგ წამყვანი ადგილი უჭირავს. ალკოჰოლი ხშირად გამხდარა,როგორც კონდრაბანდული საქონელი.
მეცნიერულმა კვლევებმა არაერთხელ გვიჩვენეს, რომ ალკოჰოლი უარყოფით  გავლენას
ახდენს თავის ტვინზე ,გულისისხლძარღვთა სისტემაზე, სხვადასხვა ორგანოებზე  ხშირი მოხმარა იწვევს ადამიანის  დეგრადირებას და  ხდის მას მაზედ  დამოკიდებულს.
ალკოჰოლი  დამანგრევლად  მოქმედებს  განსაკუთრებით ახალგაზრდებზე,არღვევს მათ იმუნოსისტემას, ფსიქიკას, იწვევს იმპოტენციას და ბევრ სხვა დაავადებებს. კუსტალური სპირტიანი სასმელებით მსოფლიოში 2–ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ავტო ავარიებით.

პროექტის მიზნები: ახალგაზრდების ინფორმირება ალკოჰოლური ნივთიერების  მავნე ზემოქმედების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი:15–16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სასკოლო კონფერენციის მოწყობა,რომელზედაც მოვიწვევთ მშობლებსა  და უბნის ექიმს,სასკოლო გაზეთის გამოშვება(ანტიალკოჰოლიური შინაარსით).


პროექტსათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამედიცინო ენციკლოპედია,ინტერნეტი, ბუკლეტები

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად;
2. პირველ ჯგუფი  იძიებს ინფორმაციას ინტერნეტისსაშუალებით თემის ირგვლივ;
3. მეორე ჯგუფი მუშაობს სამედიცინო ენციკლოპედიაზე და აგროვებენ ბუკლეტებს;
4.მესამე ჯგუფი იწვევს სტუმრებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 ბიოლოგია. IX. I. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს  მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა  და მედიცინაში.
ბიოლოგია. IX. II მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალებების გამოყენებებით.
ბიოლოგია.IX.III.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინე  აფშილავა.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marineapshilava@gmail.com